რატომ საქართველო?
საქართველო უსაფრთხო, პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქვეყანაა; კრიმინალის დონე ქვეყანაში დაბალია, რაც სიმშვიდის გარანტიაა.
ქვეყანაში მოქმედებს უძრავი ქონების რეგისტრაციის მარტივი, სწრაფი და იაფი პროცედურები. ოფიციალური დოკუმენტების მიღება საკმაოდ მარტივია, რადგან სამთავრობო სტრუქტურები ელექტრონულ სისტემაში მუშაობენ. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. რეგისტრაციის საფასური 30 აშშ დოლარს შეადგენს, რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი დღე, რაც საკმაოდ კომფორტული პირობაა უძრავი ქონების ინვესტორთათვის.
საქართველოში მოქმედებს მოქნილი საგადასახადო სისტემა - დაბალი საგადასახადო ნიხრებით; მაგალითად: უძრავი ქონების შეძენიდან 2 წლის შემდეგ მისი გაყიდვისას არ ირიცხება გადასახადი; 2 წლის განმავლობაში ხელახალ გაყიდვაზე გადასახადი შეადგენს 5%-ს; საიჯარო შემოსავლის გადასახადი კი მხოლოდ 5%-ია.
საქართველოში საიჯარო ბაზარი შეზღუდულია, რაც იწვევს ფასების ზრდას. გაქირავებით იღებთ მაღალ წლიურ მოგებას შემოსავლიანობის დაბალი კოეფიციენტებით. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად ხდება მოიჯარის პოვნა. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა უძრავი ქონებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ინვესტიციის ამოგების (ROI) მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განხორციელებული ინვესტიციის 8 წელიწადში ამოგების საშუალებას მოგცემთ.
საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ცხოვრების ზოგადი ხარისხის თვალსაზრისით. ხალხი მშვიდი და მეგობრულია, ქვეყანაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნების ადამიანები. განათლების ხარისხი მაღალია, რაც განაპირობებს ქვეყანაში შემომსვლელი უცხოელი სტუდენტების დიდ რაოდენობას.
საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ბიზნესის საწარმოებლად. ქვეყანა ყოველწლიურად აუმჯობესებს კორუფციასთან ბრძოლის ინდექს. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ინდექსით საქართველო 24-ე ადგილზეა. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) მოაწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შეიძლება.