კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეტყობინება
შპს კენ კონსტრაქშენი (LLC Ken Construction)
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეტყობინება აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს შპს კენ კონსტრაქშენი („კომპანია“) პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მისი ვებგვერდის, რეკლამების, ციფრული პლატფორმების, მომხმარებლებთან კომუნიკაციის არხებისა და სხვა სერვისების მეშვეობით.
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავების მიზნებს, თქვენს უფლებებს, როგორც მონაცემთა სუბიექტისას, და თქვენი ინფორმაციის დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ჩვენი სერვისების მეშვეობით თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და გესმით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
განმარტება და დეფინიციები
განმარტება
სიტყვებს, რომელთა პირველი ასო დაწერილია დიდი ასოთი, აქვთ მნიშვნელობები, რომლებიც განსაზღვრულია ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად. ქვემოთ მოცემულ განსაზღვრებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, გამოყენებულია ისინი მხოლობით თუ მრავლობით რიცხვში.
დეფინიციები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისათვის:
- კომპანია (მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები / დამუშავებელი) (წინამდებარე ხელშეკრულებაში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“) ეხება შპს კენ კონსტრაქშენს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას, საიდენტიფიკაციო კოდით: 405038418, დარეგისტრირებულ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაკის რაიონი, რ. ჩხიკვაძის ქ. №1, კომერციული ფართი №4/1, სარკ. 4, (II ბლოკი).
- მოწყობილობა ნიშნავს ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია სერვისზე წვდომა, მაგალითად: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი ან ციფრული ტაბლეტი (პლანშეტი).
- პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
- სერვისი ნიშნავს კომპანიის ვებგვერდს, რეკლამებს, სოციალური მედიის გვერდებს, ციფრულ პლატფორმებს, მომხმარებელთა კომუნიკაციის არხებს და ნებისმიერ სხვა მეთოდს, რომლითაც ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება ან დამუშავება.
- სერვისის მომწოდებელი ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით. ეს ეხება მესამე მხარის კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან კომპანიის მიერ სერვისის ხელშეწყობის, კომპანიის სახელით სერვისის მიწოდების, სერვისთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ან კომპანიისთვის სერვისის გამოყენების ანალიზში დახმარების გაწევის მიზნით.
- გამოყენების მონაცემები (Usage Data) ეხება ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებს, რომლებიც გენერირებულია სერვისის გამოყენებით ან თვითონ სერვისის ინფრასტრუქტურიდან (მაგალითად, გვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობა).
- თქვენ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც შედის ან იყენებს სერვისს, ან კომპანიას, ან სხვა იურიდიულ პირს, რომლის სახელითაც აღნიშნული ფიზიკური პირი შედის ან იყენებს სერვისს, საჭიროებისამებრ.
თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება
შეგროვებული მონაცემების ტიპები
პერსონალური მონაცემები
ჩვენი სერვისით სარგებლობისას, შესაძლოა გთხოვოთ მოგვაწოდოთ გარკვეული პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი იდენტიფიცირებისთვის. პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- სახელი და გვარი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- ლოკაციის დეტალები, როგორიცაა თქვენი მისამართი, ქალაქი ან ქვეყანა
- ნებისმიერი სხვა მონაცემი, როგორიცაა პერსონალური პრეფერენციები, მოთხოვნები ან კომენტარები
პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:
- თქვენი თანხმობა, სადაც ეს საჭიროა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება ნასყიდობის ხელშეკრულებებს, მომსახურებას ან მომხმარებლის მოთხოვნებს;
- კომპანიისთვის დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
- კომპანიის კანონიერი ინტერესები, მათ შორის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, სერვისის გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ბიზნესის ადმინისტრირება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება
კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენი სერვისის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად, მათ შორის ჩვენი სერვისით სარგებლობის მონიტორინგისთვის.
- ხელშეკრულების შესასრულებლად: პროდუქტების, ნივთების ან მომსახურების ნასყიდობის ხელშეკრულების, ან სერვისის მეშვეობით ჩვენთან დადებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების შემუშავება, შესაბამისობა და განხორციელება.
- თქვენთან დასაკავშირებლად: თქვენთან დასაკავშირებლად ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარებით, SMS-ით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ეკვივალენტური ფორმებით, როგორიცაა მობილური აპლიკაციის Push-შეტყობინებები ფუნქციონალებთან, პროდუქტებთან ან შეკვეთილ სერვისებთან დაკავშირებული განახლებების ან საინფორმაციო შეტყობინებების შესახებ (მათ შორის უსაფრთხოების განახლებები), როდესაც ეს აუცილებელია ან გონივრულია მათი განხორციელებისთვის.
- ინფორმაციის მოსაწოდებლად კომპანიის პროექტების, შეთავაზებების, სერვისებისა და სარეკლამო კამპანიების შესახებ, სადაც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით ან სადაც თქვენ განაცხადეთ თანხმობა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უკან გაიხმოთ თქვენი თანხმობა ან გააუქმოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერა.
- თქვენი მოთხოვნების მართვისთვის: ჩვენდამი თქვენი მოთხოვნების განხილვისა და მართვისთვის.
- ბიზნესის გადაცემისათვის: ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია შერწყმის, გასხვისების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ჩვენი აქტივების ნაწილის ან მთლიანობის სხვაგვარი გაყიდვისა თუ გადაცემის შეფასების ან განხორციელების მიზნით (როგორც მოქმედი საწარმოსი, ისე გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავსი პროცედურის ფარგლებში), სადაც გადაცემულ აქტივებს შორის არის კომპანიის მიერ შენახული პერსონალური მონაცემები სერვისის მომხმარებლების შესახებ.
- სხვა მიზნებისთვის: ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირება, ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის განსაზღვრა და ჩვენი სერვისის, პროდუქტების, მომსახურების, მარკეტინგისა და თქვენი გამოცდილების შეფასება და გაუმჯობესება.
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ სიტუაციებში:
- სერვისის მომწოდებლებთან: ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სერვისის მომწოდებლებთან ჩვენი სერვისით სარგებლობის მონიტორინგისა და ანალიზის მიზნით, ან თქვენთან დასაკავშირებლად.
- ბიზნესის გადაცემისათვის: ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ ან გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი შერწყმის, კომპანიის აქტივების გაყიდვის, დაფინანსების ან სხვა კომპანიის მიერ ჩვენი ბიზნესის მთლიანი ან ნაწილობრივი შეძენის დროს ან ასეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
- აფილირებულ პირებთან: ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს აფილირებულ პირებთან. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვთხოვთ აღნიშნულ აფილირებულ პირებს დაიცვან წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აფილირებული პირები მოიცავს ჩვენს მშობელ კომპანიას და ნებისმიერ სხვა შვილობილ კომპანიას, ერთობლივ საწარმოს პარტნიორებს ან სხვა კომპანიებს, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ ან რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან საერთო კონტროლის ქვეშ.
- ბიზნესპარტნიორებთან: ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან, იმისათვის რომ შემოგთავაზოთ გარკვეული პროდუქტები, სერვისები ან აქციები.
- თქვენი თანხმობით: ჩვენ შესაძლოა გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით თქვენი თანხმობის საფუძველზე.
კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს Cookie ფაილები (ქუქი-ფაილები) და მსგავსი ტექნოლოგიები ვებგვერდის ფუნქციონალის გაუმჯობესების, ვიზიტორთა აქტივობის ანალიზისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის გაზომვის მიზნით. ეს ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს ანალიტიკურ და მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც უზრუნველყოფენ მესამე მხარის სერვისის მომწოდებლები. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ან გამორთოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. გარკვეული ქუქი-ფაილების გამორთვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ვებგვერდის ფუნქციონირებაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა
კომპანია ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და მოქმედი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
შენახვის ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს ინფორმაციის ტიპის მიხედვით:
- მომხმარებელთა მოთხოვნები და მარკეტინგული ლიდები (მონაცემები): თანხმობის გამოხმობამდე ან მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის აუცილებელი გონივრული ვადით;
- მყიდველისა და სახელშეკრულებო ინფორმაცია: სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადით;
- საბუღალტრო და ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტები: მოქმედი საგადასახადო და საბუღალტრო მოთხოვნების შესაბამისად.
შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ წაიშლება ან ანონიმიზებული იქნება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა
თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, დამუშავდება კომპანიის საოპერაციო ოფისებსა და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც იმყოფებიან დამუშავებაში ჩართული მხარეები. პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს კომპანიის ან მისი სერვისის მომწოდებლების მიერ საქართველოს შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ. პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას, კომპანია უზრუნველყოფს სათანადო დაცვის გარანტიების გამოყენებას მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თქვენი თანხმობა და შემდგომში ასეთი ინფორმაციის წარდგენა ნიშნავს თქვენს თანხმობას აღნიშნულ გადაცემაზე.
კომპანია გადადგამს ყველა გონივრულად აუცილებელ ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა არ განხორციელდება ორგანიზაციის ან ქვეყნისთვის, თუ არ არსებობს სათანადო კონტროლის მექანიზმები, მათ შორის თქვენი მონაცემებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვით.
თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით
მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები:
- მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე;
- მოითხოვოთ არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის გასწორება;
- მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა, სადაც ეს სამართლებრივად გამოიყენება;
- მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა;
- უკან გაიხმოთ თანხმობა, როდესაც დამუშავება ეფუძნება თანხმობას;
- განაცხადოთ პრეტენზია (პროტესტი) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე;
- წარადგინოთ საჩივარი უფლებამოსილ მონაცემთა დაცვის ორგანოში (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში).
თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას ქვემოთ მითითებული საკონტაქტო რეკვიზიტების გამოყენებით.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება
სამართალდამცავი ორგანოები
გარკვეულ გარემოებებში, კომპანია შეიძლება ვალდებული იყოს გამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ ეს მოეთხოვება კანონით ან სახელმწიფო ორგანოების (მაგ. სასამართლოს ან სახელმწიფო სააგენტოს) კანონიერი მოთხოვნის საპასუხოდ.
სხვა სამართლებრივი მოთხოვნები
კომპანიამ შეიძლება გამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები კეთილინდისიერი რწმენით, რომ ასეთი ქმედება აუცილებელია შემდეგი მიზნებისთვის:
- სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად
- კომპანიის უფლებების ან საკუთრების დასაცავად
- სერვისთან დაკავშირებული შესაძლო გადაცდომის აღსაკვეთად ან გამოსაძიებლად
- სერვისის მომხმარებელთა ან საზოგადოების პირადი უსაფრთხოების დასაცავად
- სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დასაცავად
თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვერ გავცემთ მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
ბმულები სხვა ვებგვერდებზე
ჩვენი სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ. თუ დააჭერთ მესამე მხარის ბმულს, გადამისამართდებით ამ მესამე მხარის საიტზე. ჩვენ დაჟინებით გირჩევთ გადახედოთ თითოეული საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვევით.
ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის საიტების ან სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა თუ პრაქტიკაზე.
ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ამ გვერდზე ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნებით.
გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ნებისმიერი ცვლილების გამოვლენის მიზნით. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებები ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა: 03/06/2023
დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ან გსურთ მონაცემთა დაცვის უფლებების განხორციელება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
შპს კენ კონსტრაქშენი
ტელეფონი: +995 599 30 58 58