ინვესტორის გვერდი
რატომ საქართველო?
საქართველო უსაფრთხო, პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქვეყანაა; კრიმინალის დონე ქვეყანაში დაბალია, რაც სიმშვიდის გარანტიაა.
ქვეყანაში მოქმედებს უძრავი ქონების რეგისტრაციის მარტივი, სწრაფი და იაფი პროცედურები. ოფიციალური დოკუმენტების მიღება საკმაოდ მარტივია, რადგან სამთავრობო სტრუქტურები ელექტრონულ სისტემაში მუშაობენ. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. რეგისტრაციის საფასური 30 აშშ დოლარს შეადგენს, რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი დღე, რაც საკმაოდ კომფორტული პირობაა უძრავი ქონების ინვესტორთათვის.
საქართველოში მოქმედებს მოქნილი საგადასახადო სისტემა - დაბალი საგადასახადო ნიხრებით; მაგალითად: უძრავი ქონების შეძენიდან 2 წლის შემდეგ მისი გაყიდვისას არ ირიცხება გადასახადი; 2 წლის განმავლობაში ხელახალ გაყიდვაზე გადასახადი შეადგენს 5%-ს; საიჯარო შემოსავლის გადასახადი კი მხოლოდ 5%-ია.
საქართველოში საიჯარო ბაზარი შეზღუდულია, რაც იწვევს ფასების ზრდას. გაქირავებით იღებთ მაღალ წლიურ მოგებას შემოსავლიანობის დაბალი კოეფიციენტებით. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად ხდება მოიჯარის პოვნა. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა უძრავი ქონებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ინვესტიციის ამოგების (ROI) მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განხორციელებული ინვესტიციის 8 წელიწადში ამოგების საშუალებას მოგცემთ.
საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ცხოვრების ზოგადი ხარისხის თვალსაზრისით. ხალხი მშვიდი და მეგობრულია, ქვეყანაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნების ადამიანები. განათლების ხარისხი მაღალია, რაც განაპირობებს ქვეყანაში შემომსვლელი უცხოელი სტუდენტების დიდ რაოდენობას.
საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ბიზნესის საწარმოებლად. ქვეყანა ყოველწლიურად აუმჯობესებს კორუფციასთან ბრძოლის ინდექს. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ინდექსით საქართველო 24-ე ადგილზეა. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) მოაწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შეიძლება.
რატომ თბილისი?
რატომ თბილისი?
თბილისი საქართველოს დედაქალაქი და მუდმივი აქტივობის ქალაქია. მობილურობა აქ ყოველთვის მაღალია.
თბილისი თავისი ტექსტურითა და ხელუხლებელი ისტორიული არქიტექტურით არის ქალაქი, რომელშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სხვა და სხვა საუკუნის კვალი. აქ თითქოს დრო გაჩერდა. ეს, სხვა დამატებით ფაქტორებთან ერთად თბილისს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად მსოფლიოში.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც გთავაზობთ საქართველოში ინვესტიციის საუკეთესო პირობებს - უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი მაღალია, განხორციელებული ინვესტიციების ამოგების პერიოდი საკმაოდ მცირეა, რაც ინვესტორთა კმაყოფილებას იწვევს.
თბილისი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ყველაზე სანდო ქალაქებს შორისაა მსოფლიოში. გამოირჩევა სიმშვიდით, თუმცა აქ ამავდროულად, ღამის ცხოვრებაც საკმაოდ აქტიურია. ქალაქი სუფთა და მოწესრიგებულია. ცხოვრება საკმაოდ ბიუჯეტურია და უფრო იაფია, ვიდრე ბევრ სხვა დედაქალაქში.
რატომ „პრესტიჟი კოსტავაზე“?
რატომ „პრესტიჟი კოსტავაზე“?
„პრესტიჟი კოსტავაზე“ XX საუკუნის გამოჩენილი არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის ერთ ერთი გამორჩეული პროექტია. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ადგილმდებარეობაა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
„პრესტიჟი კოსტავაზე“ ატარებს იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის ყველა საუკეთესო მახასიათებელს, მაგალითად: მაღალი ჭერი, რაც საშუალებას გაძლევთ სრულად შეიგრძნოთ სივრცე.
პროექტი ასახავს იმ პერიოდს მთელი თავისი ელეგანტურობით, რომელშიც ის შეიქმნა, „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი მას დამატებით აღჭურვავს თანამედროვე კომფორტის ელემენტებით. ის, რომ „პრესტიჟი კოსტავაზე“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის სიახლოვეს, კიდევ უფრო ამარტივებს თქვენს ცხოვრებას და მას მიმზიდველს ხდის.
კოსტავას ქუჩა, რომელზეც მდებარეობს ახალი პროექტი, გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ დროში რადგანაც აქ თქვენ შეხვდებით სხვა ისტორიულ შენობებსაც. ერთი სიტყვით, სახლიდან გასვლის შემდეგაც თქვენ სრულად შეიგრძნობთ ისტორიის ბრწყინვალებას იმ ქუჩაზე, სადაც ცხოვრობთ.
„პრესტიჟი კოსტავაზე“ ის უპირატესობა და შანსია, რომელსაც „მაქრო ქონსთრაქშენი“ მხოლოდ თავის გამორჩეულ მომხმარებლებს სთავაზობს.
რატომ „მაქრო ქონსთრაქშენი“?
რატომ „მაქრო ქონსთრაქშენი“?
„მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოადგენს „მაქრო ჯგუფის“ მამოძრავებელ ძალას. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს გრძნობენ კომფორტულად. „მაქრო“ წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებში. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით „მაქრო ჯგუფი“ ხუთიდან ერთ-ერთ წამყვანი ინვესტორი კომპანიაა. პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა 350 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს;
„მაქრო ქონსთრაქშენი“ ამუშავებს პროექტებს იმაზე გათვლით, რომ უზრუნველყოს მომხმარებლები უკეთესი საცხოვრებელი ფართებით და კომფორტით. მშენებლობის ეტაპზე ყველა საინჟინრო მაჩვენებლის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებით და უმაღლესი ხარისხის ბრენდებთან თანამშრომლობით „მაქრო ქონსთრაქშენი“ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებშიც მაცხოვრებლები ყველა საჭირო სერვისს კომპლექსიდან გაუსვლელად, ერთ დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში იღებენ;
„მწვანე“ კონცეფციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი და „მწვანე ალმასი“ ააგო, „პრესტიჟი“ კომპანიის კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს ქალაქის ცენტრში მხოლოდ თავისი გამორჩეული მომხმარებლებისთვის. სერიის პირველი პროექტი, - „პრესტიჟი კოსტავაზე“, რომელიც კოსტავას 61-ში ისტორიული შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას მოიცავს, უკვე მზადაა ამბიციური სტარტისთვის.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ უკვე განხორციელებული პროექტები ინვესტორებისათვის საკმაოდ მომგებიანები აღმოჩნდნენ შერჩეული ლოკაციებისა და „მწვანე“ კონცეფციის წყალობით, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში კომფორტულ ცხოვრებას გულისხმობს. ყველა ლოკაცია, სადაც კომპანიის პროექტები მდებარეობს, გააქტიურდა და მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მიმზიდველობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული თითქმის ყველა პროექტი მომხმარებელს მხოლოდ თეთრი კარკასის კონდიციით აბარებს ბინებს, „მაქრო ქონსთრაქშენი“ აქაც ნოვატორია და მომხმარებლებს ბინებს სრული რემონტით სთავაზობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ „მაქრო ქონსთრაქშენისთვის“ მთავარი მომხმარებლის კომფორტული ცხოვრებაა.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ მომხმარებლებს ბინებს დროულად, ხშირ შემთხვევაში კი ვადაზე ადრეც აბარებს.
ყველაფერთან ერთად კომპანია მომხმარებლებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკით და ამგვარად დაფაროთ ბინის საფასური. ეს საშუალებას აძლევს ყველას გახდეს განსხვავებულ და განსაკუთრებულ პროექტებში უძრავი ქონების მფლობელი.
ეს არის კომპანია, რომელიც არ წყვეტს კონტაქტს თავის მომხმარებლებთან პროექტის ჩაბარების შემდეგ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი მომხმარებლების ცხოვრება.